ჩვენი გუნდი

გიორგი ჩიტაძე

გიორგი ჩიტაძე

გიორგი ჩიტაძე – საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატაში, სადაც იგი მანამდე იკავებდა მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოსტს.  იგი, ასევე, იყო სავაჭრო მოლაპარაკებებისა და DCFTA-ს კოორდინაციის სამმართველოს უფროსი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ის, ასევე ხელმძღვანელობდა სტანდარტების დეპარტამენტს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში.

გიორგი ჩართული იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის DCFTA-ს შეთანხმების მოლაპარაკებების პროცესში, საქართველოსა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პროცესში, ასევე, საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების პროცესებში. 

მას ასევე აქვს კარგი გამოცდილება რეგულირების გავლენის შეფასების სფეროში და უშუალოდ მონაწილეობდა სხვა და სხვა აქტების რეგულირების გავლენის შეფასებაში. 

გიორგის მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მმართველობის სფეროში, მან ასევე დაამთავრა სამაგისტრო პროგრამა ჟენევის კურსდამთავრებულთა ინსტიტუტში – საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით და ფლობს მაგისტრის სერტიფიკატს პროექტების მართვაში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტისა და თბილისი თავისუფალი უნივერსიტეტიდან.

რევაზ თოფურია

რევაზ თოფურია

რევაზ თოფურია CEP-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მანამდე ის მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სადაც იკავებდა სავაჭრო მოლაპარაკებებისა და DCFTA-ს კოორდინაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოსტს. საჯარო სექტორში მუშაობამდე, რევაზი ორი წლის განმავლობაში იყო ევროპულ-ქართული ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. ის ამჟამად PMAG კლასტერის მმართველი დირექტორია. ასევე ასწავლის პოლიტიკურ იდეოლოგიების და ჰიბრიდული ომის კურსებს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში.

არასამთავრობო სექტორში მუშაობა მისთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო, თუმცა, საჯარო სამსახურმა და თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებებში მონაწილეობამ რევაზს კიდევ უფრო ღრმა და სისტემური ექსპერტიზა შესძინა. 

რევაზმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მოიპოვა რა ბაკალავრის დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობებში შორეული აღმოსავლეთის სპეციალიზაციით. ის ასევე სწავლობდა ჩინეთში, ლანჭოუს უნივერსიტეტში. მაგისტრის ხარისხს რევაზმა დაზვერვასა და უსაფრთხოებაში სამი ევროპული უნივერსიტეტისგან მიიღო (გლაზგოს უნივერსიტეტი, დუბლინის უნივერსიტეტი და ჩარლზის უნივერსიტეტი). ის გახლავთ რამდენიმე აკადემიური ნაშრომის და წიგნის ავტორი.

მიხეილ პაკაცოშვილი

მიხეილ პაკაცოშვილი

მიხეილ პაკაცოშვილი – CEP-ის აღმასრულებელი დირექტორის გარდა, არის პროექტის მენეჯერი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანაში“.

მას განვითრების პროექტებში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება და პროექტების მართვისა და შეფასების კარგი ცოდნა აქვს. ის ასევე მუშაობდა მოწვეულ ლექტორად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ასწავლიდა სამართალს.

მიხეილი ასევე მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში მინისტრის აპარატში და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. მიხეილს აქვს იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან და რიგის სამართლის სკოლიდან და აღმასრულებელი მაგისტრის ხარისხს ჟენევის ინსტიტუტიდან.

ირაკლი წიქორიძე

ირაკლი წიქორიძე

ირაკლი წიქორიძე – CEP-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამჟამად მუშაობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მთავარ სპეციალისტად. მანამდე მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სადაც იკავებდა სავაჭრო მოლაპარაკებებისა და DCFTA-ს კოორდინაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოსტს. ირაკლის სპეციალიზაცია სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმები, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები და ვაჭრობასთან დაკავშირებული ენერგეტიკული საკითხებია. 

ირაკლი აქტიურად იღებდა მონაწილეობას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებში საქართველოსა და ჩინეთს, საქართველოსა და ჰონგ-კონგს და საქართველოსა და EFTA-ს ქვეყნებს შორის. ის ასევე იყო ჩართული საქართველოსა და ინდოეთს შორის შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესახებ კვლევის მომზადებაში.
ირაკლი ასევე იყო საქართველოსა და ევროკავშირის სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმების და ვაჭრობისა და განვითარების ქვე-კომიტეტების წევრი. 

ირაკლიმ მაგისტრის ხარისხი მიიღო ეკონომიკაში, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისგან. მას ასევე აქვს დამთავრებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ირაკლის ასევე მოპოვებული აქვს წარჩინების დიპლომი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ტრენინგებისა და ტექნიკური თანამშრომლობის ინსტიტუტისგან გაღრმავებული სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებით

ვიკტორას ზაბალოტნას

ვიკტორას ზაბალოტნას

ვიკტორასი 13 წლის განმავლობაში მუშაობდა როგორც საჯარო მოხელე მეტროლოგიისა და სტანდარტების მიმართულებით. რამაც მას შესძინა ამ დარგის უნიკალური ცოდნა და გამოცდილება, ისევე როგორც პროექტების მართვის უნარები.

მოგვიანებით ის კერძო სექტორს შეუერთდა. ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მეირ დაფინანსებულ არაერთ პროექტს. აქვს მონაწილეობა მიღებული TA პროექტებში როგორც KE და STE. ბოლოს ვიკტორასი იყო RTA საქართველოში, ტვინინგ პროგრამაში. პროექტის დასრულების შემდეგ, ვიკტორასი ჩვენს გუნდს შემოუერთდა, როგორც CEP-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საერთაშორისო ექსპერტი.

ვიკტორასს აქვს ბაკალავრის ხარისხი ქიმიაში და მაგისტრის ხარისხი გარემოსდაცვით მეცნიერებებში ვილნიუსის უნივერსიტეტისაგან.